დისლექსია და მისი მართვა სასკოლო გარემოში
საქართველოს დისლექსიის ასოციაციამ, დისლექსიის ფონდის დაფინანსებით, თამარ გაგოშიძის ცენტრთან ერთდ ევროპულ სკოლაში ჩავატარეთ ტრენინგი თემაზე „დისლექსია და მისი მართვა სასკოლო გარემოში“...
საქართველოს დისლექსიის ასოციაციამ, დისლექსიის ფონდის დაფინანსებით, თამარ გაგოშიძის ცენტრთან ერთდ ევროპულ სკოლაში ჩავატარეთ ტრენინგი თემაზე „დისლექსია და მისი მართვა სასკოლო გარემოში“. ტრენინგი განკუთვნილი იყო დაწყებიი საფეხურის მასწავლებლებისთვის, სპეც. პედაგოგებისა და სკოლის ფსიქოლოგებისათვის.
ტრენინგის ფარგლებში ვისაუბრეთ:
🔹 რა არის დისლექსია და როგორ ვლინდება სხვადასხვა ასაკში
🔹 როგორ ამოვიცნოთ სირთულეები სასწავლო პროცესში
🔹 რა სტრატეგიები ეხმარება ბავშვებს კითხვისა და წერითი უნარების განვითარებაში
🔹 როგორ შევქმნათ მხარდამჭერი და ინკლუზიური სასკოლო გარემო
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც პედაგოგებს დაეხმარება ყოველდღიურ მუშაობაში — კლასში სწავლის ადაპტაციასა და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაში. ტრენინგი მოიცავდა, როგორც სასწავლო მოდულს, ასევე სუპერვიზიას.
ჩვენი მიზანია, სკოლა იყოს სივრცე, სადაც ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.





