საქართველოში დისლექსიის შესახებ ინფორმირებულობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა დისლექსიის ასოციაცია და დისლექსიის ფონდი, რომლის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და დისლექსიის მქონე პირთა მხარდაჭერა.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სოციალური და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს სწავლის სირთულეების შესახებ ცოდნის გაზრდას და საზოგადოების სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

თანამედროვე რეალობაში, სოციალური მედია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს ინფორმაციის გასავრცელებლად და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. შესაბამისად, ჩვენი კომუნიკაციის ძირითადი ფოკუსი მიმართულია მასწავლებლებისა და მშობლებისკენ - იმ ადამიანებისკენ, რომელთაც გადამწყვეტი როლი აკისრიათ დისლექსიის მქონე ბავშვების მხარდაჭერაში.

დისლექსიის შესახებ ცნობიერების ამაღლება არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვების აკადემიურ, სოციალურ და პროფესიულ განვითარებას. სწორი მიდგომა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება ქმნის შესაძლებლობებს, რომ თითოეულმა ბავშმა სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.